"მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე 60 მილიონ ფუნტს დახარჯავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მზადაა გუნდის მთავარ მწვრთნელს დევიდ მოიესს ტრანსფერებისთვის 60 მილიონი ფუნტი გამოუყოს.

მოიესი შეეცდება ტრანსფერებთან დაკავშირებული საკითხები გუნდის ტურნეს დაწყებამდე მოაგვაროს, რომელიც აზიასა და ავსტრალიაში უნდა გაიმართოს. "წითელი ეშმაკების" ტურნე 13 ივლისს იწყება.

სავარაუდოდ პრემიერლიგის ჩემპიონები სამი ფეხბურთელით გაძლიერდებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო ახალწვეულების სიაში შედიან "ევერტონის" ფეხბურთელები მარუან ფელაინი და ლეიტონ ბეინსი, "ბარსელონას" ნახევარმცველები სესკ ფაბრეგასი და ტიაგო ალკანტარა და ასევე დორტმუნდის "ბორუსიის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი.

გარდა ამისა ინგლისური კლუბი ყურადღებით აკვირდება მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს გარშემო
შექმნილ სიტუაციას. იმ შემთხვევაში თუ "იუნაიტედში" მიხვდებიან, რომ რონალდოს "სამეფო კლუბის" დატოვება სურს, პორტუგალიელის ტრანსფერისთვის ცალკე სახსრები გამოიყოფა.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული