"არის ერთი ფრაზა, რომლითაც კლუბში მუშაობას ვიწყებ. ვაპირებ, ეს ფრაზა კიდევ ერთხელ გავიმეორო, როცა 10 ივლისს ფეხბურთელებს შევხვდები.
ყოველთვის ამას ვამბობ: "თუ უმაღლესი დონის პროფესიონალი ხარ, თუ ეგოისტი არ ხარ, თუ კლუბის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებ და 100 პროცენტით იმუშავებ ჩემთვის და თანაგუნდელებისთვის, მაშინ შესანიშნავი ურთიერთობა გვექნება.
მაგრამ, თუ ეგოისტი ხარ და გულშემატკივრები ფეხებზე გკიდია, მაშინ პრობლემები გვექნება".
ზოგჯერ კოლექტივში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც არ სურთ ამ წესების მიღება და ეს
ამ დროს კლუბმა მხარი უნდა დაუჭიროს ან მწვრთნელს, ან პრობლემატურ ფეხბურთელებს.
თუ კლუბი მხარს მწვრთნელს დაუჭერს, ყველაფერი ადვილია - ეს ბიჭები გუნდში აღარ იქნებიან", - თქვა მოურინიომ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: გაინტერესებთ სიმართლე შევჩენკოს ტრანსფერზე?