ენფილდელები მზად არიან, უკრაინულ მხარეს 30 მილიონი ევრო გადაუხადონ. სწორედ ეს თანხაა განსაზღვრული სომეხ ფეხბურთელთან გაფორმებული კონტრაქტით.
ძვირად ღირებული გარიგების ინიციატორი "წითლების" თავკაცი ბრენდან როჯერსი გახლავთ. რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე სხვა გამოცემებიც წერდნენ.
ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, მერსისაიდელთა აღმასრულებელმა დირექტორმა იან ეირმა ბრაზილიაში კონფედერაციის თასის მატჩებზე დასწრება გადაიფიქრა და დონეცკს ეწვია, რათა პირადად ეწარმოებინა მოლაპარაკება უნიჭიერესი ფეხბურთელის თაობაზე.
მხითარიანი "შახტარში" 2010 წლიდან თამაშობს და ამ
მიუხედავად იმისა, რომ ჰენრიხი ნახევარმცველია, უკანასკნელ სეზონში მან პრემიერლიგის 29 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 25-დან მან მხოლოდ ერთი გაიტანა პენალტით.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოირლანდიელს სეზონის სტარტზე ლუის სუარესი (დისკვალიფიკაცია) და დენიელ სტარიჯი (ტრავმა) დააკლდებიან, შედეგიანი ნახევარმცველის გადაბირება შესაძლოა სასიცოცხლოდ აუცილებელი გამოდგეს ჩემპიონატში კარგი სტარტისთვის.
ახალი სახე "ენფილდზე"
"ლივერპულის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა ახალი ფინანსური დირექტორი, ენდი ჰიუზი დანიშნა, ვინც საკუთარი მოვალეობების შესრულებას 17 ივნისს შეუდგა. მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს პროფესიულ ასპარეზზე, თუმცა ფეხბურთთან აქამდე უშუალო შეხება არასოდეს ჰქონია.
მისტერ ჰიუზი უმთავრესად ტურისტულ და სასტუმროების ბიზნესში იყო ჩართული.
"კლუბის საქმიანობაში ფინანსური ოპერაციები ერთ-ერთი უმთავრესია. რაკი "ლივერპული" ამ მხრივ სულ უფრო წარმატებული ხდება, გადავწყვიტეთ, რომ ეს საქმე დიდი გამოცდილების ადამიანისთვის ჩაგვებარებინა.
აქამდე ენდის წარმატებული მენეჯერი ერქვა ყველა იმ სფეროში, სადაც კი უმუშავია. მოხარული ვარ, რომ მაღალკვალიფიციური კადრის დანიშვნის ამბავი გამცნეთ," - განაცხადა იან ეირმა.
"ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ "ლივერპულის" ნაწილი გავხდი, ბრენდის, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია.
აქ წარმატებული ფინანსური საქმიანობისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველოდები", - განაცხადა ენდი ჰიუზმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: აფეთქებული დანიური დინამიტი
ესეც ალბათ რუსული ფულით გაიზარდა ხომ?
ეხლა მაინც თუ ხვდებით რა სისულელე მოხიეთ იმ სტატიით.