არგენტინელი ვარსკვლავი "არსენალში" ხელფასის სახით კვირაში 150 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს. 25 წლის ვარსკვლავის სანაცვლოდ, ინგლისელები მადრიდის "რეალს" რეკორდულ თანხას, 22 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან.
აქამდე "არსენალის" სატრანსფერო რეკორდი ანდრეი არშავინში გადახდილი 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო (2009 წელს).
გონსალომ ჯერ კიდევ 2004 წელს მოახერხა "რივერ პლეიტის" პირველ გუნდში დამკვიდრება. "არსენალის" ინტერესიც მაშინდელია, მაგრამ 2006-ში ლონდონელებს "რეალმა" აჯობა.
ინგლისური პრესის ცნობით, არსენ ვენგერმა, როგორც იქნა, აისრულა ოცნება და არგენტინელი ცენტრფორვარდი თავისთან გადაიყვანა.
გონსალო იგუაინი "არსენალში" 26 მილიონ ევროდ გადავა