ფრენკ ლემპარდის მნიშვნელოვანი წელიწადი

AutoSharing Option
ფრენკ ლემპარდი 2012/13 წლების სეზონის დაწყებამდეც ითვლებოდა "ჩელსის" ცოცხალ ლეგენდად, დასრულების შემდეგ კი ეს ტიტული უფრო ლეგიტიმური გახდა.

34 წლისამ მან მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ნახევარმცველია, გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დიდწილად, ჟოზე მოურინიოს ხათრით, კლუბმა მასთან თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელა. ვეტერანი პორტუგალიელთან მომავალ თანამშრომლობას მოუთმენლად ელის. შეგახსენებთ, რომ ისინი 2004/07 წლებში უკვე მუშაობდნენ ერთად.

"ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელია. ეს ფრაზა იმდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ალბათ ყველას მოვაბეზრე თავი. მისი დიდი დამსახურებაა ჩემი ზრდა პროფესიულ ასპარეზზე. მადლობა მას,
რომ ხელი შემიწყო განვითარებაში. ის ყოველთვის ახერხებს გუნდში ისეთი ატმოსფეროს დანერგვას, რომ გარეგნული დაკვირვებაც საკმარისია დასკვნისთვის, რომ ძალიან ძლიერია.

მიყვარს სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი. მიყვარს საწვრთნელი პროცესი და ფორმაში დაბრუნება შვებულების შემდეგ. ერთთვიანი მოგზაურობების დასრულებისთანავე საქმეზე კონცენტრირება მსიამოვნებს. ინტენსიური საწვრთნელი პროცესი არ ნიშნავს, რომ ფორმას მომენტალურად აკრეფ, მაგრამ რასაც აკეთებ, ეს არის საფუძვლის ჩაყრა მთელი დარჩენილი სეზონისთვის. სწორედ ამიტომ ის უმნიშვნელოვანესი ეტაპია თითოეული ფეხბურთელისთვის.

მწვრთნელებს ჩემზე ყოველთვის განსხვავებული გავლენა ჰქონდათ. თუკი მათთან მუშაობით არ გამომდიოდა ის, რისი მიღებ
აც მსურდა, დამატებითი შრომის ხარჯზე ვცდილობდი ამის გაკეთებას. ჩემი საქმე ყოველთვის მე უნდა ვაკეთო. თუკი არ მოვინდომებ, სეზონს ცუდ ფორმაში შევხვდები. შესაძლოა, შედარებით პატარა და ტექნიკური ფეხბურთელებისთვის ფორმაში შესვლა იოლი იყოს, მაგრამ როცა ბევრად უფრო მსხვილი აღნაგობა გაქვს, კონდიციების 100%-ის აღსადგენად უფრო მეტი მუშაობა გმართებს.

აზიურ და ამერიკულ ტურნეებს მოუთმენლად ველოდებით. ორი კვირის გატარება იმ ქვეყნებში, სადაც "ჩელსის" ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, სარგებლობას მოგვიტანს. აზიაში ჩვენ ორი წლის წინაც ვიყავით და ახლაც სიამოვნებით გავემგზავრებით. ყოველ ჯერზე ვხედავთ, როგორ მხურვალედ გვიჭერს
ხალხი მხარს და თანდათან როგორ იზრდება მათი რაოდენობა. ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმ წარმატებებთან, რომელსაც გუნდმა ბოლო წლებში მიაღწია.

ამასთან, კლუბშიც სერიოზულად მუშაობენ, რომ უფრო პოპულარულები გავხდეთ. მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მოდიან ჩვენს სანახავად სასტუმროებში, ვარჯიშებზე. ტურნეების დროს ყოველთვის გვინდა ხოლმე საპასუხო სითბო ჩვენც გავიღოთ.

უმნიშვნელოვანესი წელიწადია. ძალიან მინდა, რომ ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით ვითამაშო. ამისთვის აუცილებელია, "ჩელსიში" სტაბილური სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ასე რომ, მოყოლებული მოსამზადებელი პერიოდიდან, ყოველდღიურად უნდა ვამტკიცო, თუ რა შემიძლია. რაც შეეხება ნაკრებს, მინდა ვიფიქრო, რომ თუკი კლუბში კარგად ვითამაშებ, შანსი იქაც მომეცემა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ოქროს ფეხი": ვინ გახდება ლეგენდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული