ტიაგო ალკანტარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" პირად კონტრაქტს ათანხმებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

ამჟამად მხარეები პირადი ხელშეკრულების დეტალებს ათანხმებენ.

22 წლის ჰავბეკის ტრანსფერის თანხად 22 მილიონი ევრო სახელდება.

გარდა "წითელი ეშმაკებისა", ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "რეალი", ლონდონის "ჩელსი" და მიუნხენის "ბაიერნი" იჩენენ.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული