"მანჩესტერ იუნაიტედი": წარუმატებელი გარიგების ისტორია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" წლების განმავლობაში სახელდება კომერციული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულ კლუბებს შორის.

თუმცა სისტემათაგან ყველაზე ძლიერიც კი, რომელი სფეროც არ უნდა ავიღოთ, შეცდომას ოდესმე მაინც უშვებს. "ეშმაკების" მრავალრიცხოვან გულშემატკივარს ამერიკულმა bleacherreport.com-მა სწორედ ერთ-ერთმა ასეთ ჩავარდნაზე მოუთხრო. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

"იუნაიტედი" მსოფლიოში სახელგანთქმული კლუბია. მას ფინანსურ ასპარეზზე თავი გამოუჩენია არამხოლოდ ბრწყინვალე გარიგებებით, არამედ სერიოზული ჩავრდნებითაც. "წითელმა ეშმაკებმა" დიდი ხნის წინ დადებული ერთ-ერთი ასეთი კონტრაქტის გამო უკვე რამდენიმე მილიონი ფუნტი დაკარგეს. ეს მოხდა 1999 წელს. კლუბმა "დაბლინ მეგასთორის" შეძენა და მასში გრანდიოზული საკლუბო
მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა, შენობის არენდის სანაცვლოდ კი წელიწადში 520 ათასი ფუნტის გადახდას დათანხმდა. ხელმძღვანელობა წარმატებაში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ხელშეკრულება შენობის იჯარის თაობაზე 15 წლით გაფორმდა.

"დაბლინ მეგასთორი" წარუმატებელი პროექტი გამოდგა და 2002 წელს დაიხურა. ცხადია, საიჯარო ხელშეკრულება ამის გამო არ გაუქმებულა. "იუნაიტედი" არენდის საფასურს ჯერ კიდევ იხდის. მოყოლებული 1999 წლიდან კლუბს წარუმატებელი გათვლა 7,8 მილიონი ფუნტი დაუჯდა. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი, ანუ მომავალი წლის ზაფხულზე, მას დამატებით 390 ათასის ფუნტის გადახდა მოუწევს, ანუ საერთო ხარჯი 8,2 მილიონამდე მიაღწევს. შენობა დიდი ხანია, გასაყიდად არის გატანილი და ის 3,5 მილიონად არის შეფასებული.

ირლანდიაში გრანდიოზული საკლუბო მაღაზიის მუშაობას არ უშველა არაფერმა - არც გრანდიოზულმა პრეზენტაციამ, არც "იუნაიტედის" პოპულარობამ და არც ირლანდიელმა კაპიტანმა როი კინმა. 2002 წლიდან მოყოლებული 1 394 კვ/მ ფართი ხან ტანსაცმლის მაღაზიებისთვის გამოიყენებოდა, ხან კაფე-ბარებისთვის.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული