26 წლის ფორვარდი მზადაა ლონდონურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
კავანის "ჩელსიში" შესაძლო გადასვლის შემთხვევაში ურუგვაელის წლიური ხელფასი 8.5 მილიონი ევრო იქნება.
უახლოესს დღეებში კავანი "ნაპოლის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, რომ საკუთარი არჩევანის შესახებ უამბოს.
ფეხბურთელის "ჩელსიში" საბოლო გადასვლას მხოლოდ მხარეების მიერ ტრანსფერის თანხაზე შეთანხმება აკლია.
შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი კავანის სანაცვლოდ 63 მილიონ ევროს ითხოვს.