ლონდონის "ჩელსი" ედინსონ კავანის წელიწადში 9 მილიონ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი ლონდონის "ჩელსიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა ლონდონურ კლუბთან პირადი ხელშეკრულება.

"არისტოკრატები" 26 წლის ფეხბურთელს სეზონში 9 მილიონ ევროს გადაუხდიან და ამას პლუს ბონუსები და პრემიალურები.

ტრანსფერს მხოლოდ მხარეების მატერიალურ კომპენსაციაზე შეთანხმება აკლია.

ადრე "ნაპოლიმ" "ჩელსის" წინადადება უარყო, რომელიც იტალიელებს 50 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ბოლო დროს იტალიური კლუბი გარკვეულ დათმობებზე წავიდა და ტრანსფერის თანხა 63 მილიონიდან 60-მდე დაიყვანა. ამასთან ერთად, ლონდონელებს თანხის გადახდა ეტაპობრივად შეუძლიათ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული