ჟოზე მოურინიოს სათადარიგო ვარიანტი - "ჩელსიმ" მზერა კრისტიან ბენტეკეს მიაპყრო

AutoSharing Option
26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის ტრანსფერისთვის ბრძოლაში გამარჯვებული ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" გამოვიდა, რომელმაც ამისთვის 64 მილიონი ევრო გამოყო.

Goal.com-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ აქცენტი "ასტონ ვილას" ბელგიელ შემტევზე, 21 წლის კრისტიან ბენტეკეზე გადაიტანა.

ბირმინგემული კლუბი ლონდონელებისგან ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

პოლ ლამბერტის შეგირდმა 2012/13-ის სადებიუტო სეზონში 34 თამაშში 19 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის დაასახელა, მაგრამ გამოკითხვაში მას თანამემამულე ედენ აზარმა აჯობა.

თუკი კრისტიანმა "ჩელსის" შეთავაზება მიიღო, ძირითადში
მოსახვედრად მას ფერნანდო ტორესისა და კიდევ ერთი ბელგიელის, რომელუ ლუკაკუს კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

"ჩელსი" ბენტეკეს შეძენას დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეძლებს.

მოზესი მარტინესთან ბრუნდება
შარშანდელი შემადგენლობიდან "ჩელსის" რამდენიმე ფეხბურთელის სამსახური აღარ სჭირდება. მათ შორის ერთ-ერთია 22 წლის ნიგერიელი გარემარბი ვიქტორ მოზესი.

მართალია, აფრიკელი უმეტეს დროს სათადარიგოთა შორის ატარებდა, მაგრამ როცა მოედანზე გასვლის შანსი ეძლეოდა, როგორც წესი, თამაშის გამწვავებას ახერხებდა. "განსაკუთრებული კაცისთვის" ეტყობა ეს არგუმენტი არ არის.

პრინციპში, ჟოზეს გაგებაც შეიძლება, რადგან მას შემადგენლობაში მოზესის პოზიციაზე კიდევ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, მათ შორის, ახლად შეძენილი გერმანელი ანდრე შიურლე.

ფეხმარდი გარემარბის გადაბირების საუკეთესო შანსი "ევერტონს" აქვს. "გუდისონ პარკზე" ფეხბურთელს 2010/12 წლებში "უიგანში" მისი ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ელოდება.

"ჩელსი" ლივერპულელებს ტრანსფერში 7 მილიონ ფუნტს სთხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: "ჩელსიმ" მარკო ვან გინკელი იყიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული