შეგახსენებთ, რომ 50 წლის პორტუგალიელი გასულ თვეში ჩაუდგა "ჩელსის" სათავეში.
პირველი ვარჯიში ასეთი იყო: ჯერ მოურინიომ საყოველთაო თათბირი მოაწყო, შემდეგ კი ფეხბურთელებმა სამედიცინო ტესტები გაიარეს და მსუბუქად ივარჯიშეს.
ვარჯიშზე იყვნენ "ჩელსის" ახალწვეულები: ანდრე შიურლე, მარკო ვან გინკელი, უოლასი.
ის ფეხბურთელები, რომლებიც კონფედერაციათა თასზე მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ რჩებიან შვებულებაში.
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიოს სათადარიგო ვარიანტი - "ჩელსიმ" მზერა კრისტიან ბენტეკეს მიაპყრო