"მანჩესტერ იუნაიტედი" დევიდ მოიესის სადებიუტო მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოულოდნელად დამარცხდა ახალი მთავარი მწვრთნელის დევიდ მოიესის სადებიუტო მატჩში.

ინგლისელები ტაილანდის ვარსკვლავების გუნდთან ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე ტირატეპ ვინოტაიმ გაიტანა.

აქვე აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერი" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების გარეშე თამაშობდა.

მოედანზე არ იყვნენ უეინ რუნი, რობინ ვან პერსი, ხავიერ ერნანდესი, ნემანია ვიდიჩი და დავიდ დე ხეა.

მომდევნო მატჩს დევიდ მოიესის გუნდი ერთ კვირაში ავსტრალიის ჩემპიონატის ვასკვლავებთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული