15 ივლისს, დილით, ფეხბურთელის აგენტი ფაილ რამადანი "სიტის" წარმომადგენლებს შეხვდა.
15 ივლისს, საღამოს ან 16 ივლისს გარიგება ოფიციალურად გაცხადდება.
რამადანი მანჩესტერში წასასვლელად ემზადება, რომ ტრანსფერის საბოლოო დეტალები მოაგვაროს.
ჩერნოგორიელი ფეხბურთელის ტრანსფერი "სიტის" 27-28 მილიონი ევრო დაუჯდება. ეს თანხა შესაძლოა სხვადასხვა ბონუსის მეშვეობითაც გაიზარდოს.
აქვე გეტყვით, რომ იოვეტიჩი "ფიორენტინას" ახალი სეზონისთვის მომზადებაში მონაწილეობას არ ღებულობს.