ჟოზე მოურინიო: ლონდონის "ჩელსის" გაძლიერებას 31 აგვისტომდე განვაგრძობთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ახალი სეზონისთვის გუნდის მზადების პროცესზე ისაუბრა.

"ჩვენი კლუბი ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელების შეძენას ცდილობს. დიახ, გუნდის გაძლიერებას 31 აგვისტომდე განვაგრძობთ, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ჭორია.

ჩემი ამოცანაა იმ ფეხბურთელებთან მუშაობა, ვინც უკვე გუნდშია. ყველა მათგანი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მომავალ სეზონში ბევრი პრეტენდენტია საჩემპიონო ტიტულზე. პრიორიტეტული ამოცანები არ გვაქვს, ყველა ტურნირში ვიბრძოლებთ",
- თქვა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული