ჟოზე მოურინიო ფეხბურთელებს იჯარით უშვებს

AutoSharing Option
"ჩელსის" შემადგენლობაში ამჟამად იმაზე მეტი ფეხბურთელი ვარჯიშობს, ვიდრე კლუბს განაცხადში შეყვანის უფლება აქვს. რამდენიმე მოთამაშე ლონდონელებთან მხოლოდ გასინჯვაზეა და მათი ბედი გადაწყვეტილი ჯერ არ არის. "ზედმეტი ფეხბურთელებიდან" კი ზოგიერთს კლუბი იჯარით გაუშვებს და პრობლემას ასე მოაგვარებს.

ჟოზე მოურინიომ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე იმ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა, რომელთაც ის ერთწლიანი სათამაშო პრაქტიკისთვის სხვა კლუბებში მიავლენს. გთავაზობთ პორტუგალიელის კომენტარს:

- რაც უფრო ადრე შეკრებ შემადგენლობას ახალი სეზონისთვის, მით მეტი შანსი გაქვს, რომ ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარო. ამ დროს ზუსტად იცი, თუ როგორ კონტინგენტთან
მოგიწევს მუშაობა. ამ მხრივ ჩვენ აშკარად გაგვიმართლა, რადგან პრაქტიკულად, არ მჭირდება ფიქრი გასაყიდ ფეხბურთელებზე. მშვიდად ვარ და თითქმის უკვე გადაწყვეტილი მაქვს, როგორ შევავსებ განაცხადს სეზონის პირველი ოფიციალური თამაშისთვის. მიმაჩნია, რომ ნათანიელ ჩალობას წელს უკანასკნელად მოუწევს იჯარით წასვლა. მასთან ამ თემაზე უკვე ვილაპარაკე. ის კარგი ფეხბურთელი და ღირსეული პიროვნებაა.

ნათანის მიმართ დიდი სიმპათიებით ვარ განწყობილი. ის უკვე მზად არის "ჩელსიში" სათამაშოდ, თუმცა სჯობს, რომ ამ ეტაპზე ასპარეზობის საშუალება ყოველ უქმეებზე მიეცეს, ზუსტად ისე, როგორც შარშან ეს "უოტფორდში" ხდებოდა. ჩალობას გარდა, ერთწლიანი იჯარით წავლენ ჯოშ მაკიხრანი, უოლასი და პიაზონი. ისინი თამაშს კონტინენტური ევროპის კლუბებში განაგრძობენ.

ბრუმა სამშობლოში ბრუნდება
ჯეფრი ბრუმა "ჩელსიში" 2007 წელს 15 წლისა გამოჩნდა, თუმცა ლონდონელთა ასაკობრივ გუნდს ვერ გასცდა. ჰოლანდიელი დიდხანს ცდილობდა, საბოლოოდ გაეწყვიტა ურთიერთობა "ლურჯებთან" და საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც. "ნარინჯისფერთა" ფეხბურთელმა "ეინდჰოვენთან" 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ინფორმაცია "ჩელსის" ვებგვერდმა 23 ივლისს დაადასტურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს": დაივიწყეთ რონალდო!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული