რიტორიკული შეკითხვა "არსენალს": ასეთს რას ეწევით?

AutoSharing Option
"არსენალში" ლუის სუარესის ტრანსფერზე პირველად როდესაც დაიწერა, მაშინ ჩვენი ინგლისელი კოლეგების ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ "მეთოფეთა" მხრიდან ეს მხოლოდ ტაქტიკის ნაწილი იყო, რათა "რეალს" გონსალო იგუაინის ტრანსფერზე გადაწყვეტილება დროულად მიეღო.

"ემირეიტსზე" არგენტინელის გადასვლაზე ხმები უკვე რა ხანია, აღარ ისმის. აი, ურუგვაელთან დაკავშირებით კი ჩრდილოლონდონელები არა და არ ნებდებიან. ჯერ იყო და, ვაჭრობა 30 მილიონი ფუნტით დაიწყო, თანხა ამის მერე უკვე 40 მილიონამდე გაიზარდა, სულ ბოლოს კი მერსისაიდელებმა 40 მილიონს პლუს 1 ფუნტის შეთავაზება მიიღეს.

როგორც ჩანს, "არსენალი" ამ საქმეში მეტის
დახარჯვას არც აპირებს. 26 წლის თავდამსხმელის კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, სერიოზული ინტერესის შემთხვევაში "ლივერპული" ვალდებულია, რომ ფეხბურთელს აცნობოს ამის თაობაზე და თავად მოლაპარაკებები დაიწყოს. კონკრეტული საკომპენსაციო თანხა მითითებული არ არის, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

გამოდის, რომ ყველაფერი "ლივერპულის" ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული, ჩათვლიან თუ არა კონკრეტულ სატრანსფერო შეთავაზებას სერიოზულად. უახლოეს მომავალში საინტერესო მოვლენების მომსწრენი უნდა გავხდეთ.

მით უფრო, რომ BBC-ის მტკიცებით, ფეხბურთელმა ბრენდან როჯერსს პირადად სთხოვა ლონდონელებთან მოლაპარაკებების დაწყება. ყველაფრის მიუხედავად, მენეჯმენტი პროცესის დაჩქარებას არ აპირებს. ამის პირდაპირი დასტური იყო "ლივერპულის" თანამესაკუთრის, 63 წლის ჯონ ჰენრის ირონიული კომენტარიც. ამერიკელმა ბიზნესმენმა "ტვიტერზე" რიტორიკული შეკითხვა დასვა:

"როგორ ფიქრობთ, რას ეწევიან "ემირეიტსზე"? მსგავსი ტონის მოსმენა ლონდონელებს ნამდვილად არ ესიამოვნებოდათ.

გერმანელს კონკურენციის არ ეშინია
პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონი ლუკას პოდოლსკიმ საშუალოზე მაღალ დონეზე ჩაატარა (33 თამაში, 11 გოლი, 10 საგოლე გადაცემა). ზაფხულში მან ოპერაციის გაკეთებაც მოასწრო. ასე რომ, გერმანელისგან შეგვიძლია უფრო მეტს ველოდოთ.

ლუკასს ვენგერთან მხოლოდ ერთი პრეტენზია აქვს, მას ცენტრფორვარდად სურს თამაში. ანალოგიური სურვილი ამოძრავებს თეო უოლკოტსაც, თუმცა "მეთოფეთა" თავდასხმის ცენტრში, როგორც წესი, ოლივიე ჟირუ თამაშობს ხოლმე. თუკი "არსენალმა" ლუის სუარესი მაინც გადაიბირა, ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ 26 წლის ფრანგს შეექმნება. პოდოლსკის თქმით, წინა ხაზის გაძლიერებაში ის პრობლემას ვერ ხედავს.

"ხმაურიანი გარიგებების სულაც არ მეშინია, რადგან ეს გუნდს დაეხმარება, ესე იგი, დამეხმარება მეც, როდესაც მოედანზე ერთად აღმოჩნდებით. ყოველ ზაფხულს ერთი და იგივე ხდება, ფეხბურთელები მიდიან და მოდიან. პირადად მე არასოდეს ვვყოფილვარ იმის წინააღმდეგი, რომ მაღალი დონის მოთამაშეებთან ერთად მეთამაშა. დიდ კლუბში კონკურენცია ნორმალური მოვლენაა," - განაცხადა "პრინცმა პოლდიმ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლივერპული": ლუის სუარესი შეკრებას შეუერთდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული