"ჩვენ მუდმივად ვეკონტაქტებით ფეხბურთელს და მის აგენტს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას, მაგრამ მოლაპარაკება მიდის.
თუმცა ბეილის ახლანდელი კონტრაქტიც, რომელიც მან შარშან გააფორმა, შესანიშნავი პირობებით არის შედგენილი და მას სანერვიულო არაფერი აქვს", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.
შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილის ყიდვა ძალიან სურს მადრიდის
აქამდე ვილაშ-ბოაში ამტკიცებდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მას გარანტია მისცა, რომ ბეილს სულ მცირე, ერთი სეზონით შეინარჩუნებდა.
ესპანური და ინგლისური პრესა ამტკიცებს, რომ "ტოტენჰემი" ბეილს დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის გაორმაგებას ჰპირდება - 4,5 მილიონი ევროდან 9 მილიონამდე სეზონში.
ასევე იხილეთ:
"მარკა": გარეთ ბეილმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი შეათანხმა