ლუის სუარესის საგა მეტისმეტად გაიწელა და სიმართლე ითქვას, სულაც არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საქმიდან რამე გამოვა. ლაპარაკია, "ატლეტიკო მინეიროდან" ბერნარდის შეძენაზეც. გვპირდებოდნენ, რომ 26 ივლისს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ის კონტრაქტს გააფორმებდა, თუმცა ლონდონში არც ბრაზილიელი გამოცხადებულა. არსენ
- "არსენალი" მზად არის იმისთვის, რომ გარიგებები დადოს, მაგრამ მსგავსი საქმეები მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ უქმეებამდე რაიმე გაირკვეს. "არსენალს" ისედაც კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მის გაძლიერებაზე მაინც ვზრუნავთ. ახალწვეულებით თუ მათ გარეშე ჩვენ ტიტულის მაძიებელთა შორის მაინც ვიქნებით. ამ ეტაპზე სუარესის ან რომელიმე სხვა ფეხბურთელის შეძენაზე ლაპარაკი ნაადრევია.
უკვე 2-3 კვირაა ინგლისიდან შორს ვართ. რა ეტაპზე ვიმყოფებით ამა თუ იმ საქმის მოგვარებასთან, აქედან ამის კონტროლი მიჭირს. ერთადერთი რაც გვჭირდება ეს არის კარგი ფეხბურთელი და არა მხოლოდ სახელი. ვცდილობთ, საქმე რაც შეიძლება ხარისხიანად ვაკეთოთ. უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ საბოლოოდ ვერავისთან ვერ შევთანხმდით. ახალწვეულების გარდა ამჟამინდელ შემადგენლობაზეც უნდა ვიფიქროთ. იქამდე, სანამ ვერმალენი დაბრუნდება, ცენტრალურ მცველად ბაკარი სანიას შევიგულებთ.
P.S. ახლა კი მეტი თვალსაჩინოებისთვის ინგლისური კლუბების მიერ ამ ზაფხულს ტრანსფერებში დახარჯულ თანხებს გაგაცნობთ:
1. მანჩესტერ სიტი – 111 მლნ ევრო; 2. ჩელსი - 33.3; 3. ნორვიჩი - 28.5; 4. ტოტენჰემი – 27; 5. ლივერპული - 26.8; 6. საუთჰემპტონი - 24.5; 7. სუონსი - 23.2; 8. სანდერლენდი - 21.7; 9. ვესტ ჰემი – 18; 10. ასტონ ვილა - 12.3; 11. ევერტონი – 11; 12. კარდიფ სიტი - 10.5; 13. ჰალ სიტი - 8.6; 14. კრისტალ პალასი - 8.3; 15. ფულჰემი – 7; 16. სტოკ სიტი - 3.6; 17. მანჩესტერ იუნაიტედი - 1.8; 18. არსენალი - 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერის მორიგი აღმოჩენა: 16 წლის გერმანელი გედიონ ზელალემი