პეპე რეინა: პრაქტიკულად გამაგდეს "ლივერპულიდან"

AutoSharing Option
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მეკარე პეპე რეინამ თავის ოფიციალურ საიტზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სასტიკად გააკრიტიკა "ლივერპულის" ხელმძღვანელობა.

შეგახსენებთ, რომ რეინა ერთი სეზონით იტალიურ "ნაპოლიში" გაანათხოვრეს.

ესპანელის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ მის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა, პრაქტიკულად გუნდიდან მოიშორა. რეინას მტკიცებით, მან თავისი ტრანსფერის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, როცა მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს "ლივერპულმა" ბელგიელი მეკარე სიმონ მინიოლე იყიდა.

ასევე იხილეთ:
"ნაპოლიში" ჟულიო სეზარის ნაცვლად პეპე რეინა გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული