"ტოტენჰემის" ბოს დენიელ ლევისთან მოლაპარაკებაზე არა მხოლოდ ფეხბურთელის აგენტი არამედ გარეთ ბეილის მშობლები ფრენკი და დები გამოცხადნენ, რომელთაც ლევის შვილის მადრიდში გაშვება სთხოვეს.
გარეთის მშობლებმა ლევის შეახსენეს, რომ ის შვილს დაპირდა მადრიდის "რეალის" სერიოზულად დაინტერესების შემთხვევაში, ტრანსფერს ხელს არ შეუშლიდა, მით უფრო თუ "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებოდა.
"ტოტენჰემი" ლიგაზე ვერ მოხვდა, ხოლო მადრიდის "რეალი" მსოფლიოში ყველაზე ძვირ ტრანსფერს სთავაზობს ლონდონურ კლუბს,
"თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ბაზაზე ბეილები გამოჩნდნენ. ეშმაკმა უწყის, რა უთხრეს მათ მისტერ ლევის", - განუცხადა "სანს" ინკოგნიტო წყარომ.
"სანის" ინფორმაციით, მომავალ კვირაში ლევის და ფლორენტინო პერესის შეხვედრა მაიამიში შედგება.
ასევე იხილეთ:
გარეთ ბეილმა "ტოტენჰემიდან" წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა