"ტოტენჰემმა" გარეთ ბეილის შემცვლელი იპოვნა - ერიკ ლამელა

AutoSharing Option
ესპანურ წყაროთა უმეტესობას გარეთ ბეილის ტრანსფერი "ტოტენჰემიდან" მადრიდის "რეალში" 120 მილიონ ევროდ გადაწყვეტილად მიაჩნიათ. შესაძლოა, მთლად ასეც არ არის, მაგრამ მოლაპარაკების ფაქტს "რეალის" იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტიც ადასტურებს.

ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ დენიელ ლევი და ანდრე ვილაშ-ბოაში გამალებით ეძებენ უელსელის შემცვლელს.

"დეილი ექსპრესის" ცნობით, ასეთ ფეხბურთელად "რომას" არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ერიკ ლამელა მიაჩნიათ. ბეილის გაყიდვის შემდეგ, "ტოტენჰემს" ფულის პრობლემა არ ექნება, ამიტომ 21 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის შენარჩუნება იტალიურ კლუბს ძალიან გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს "ტოტენჰემმა" "ვალენსიასგან" 30 მილიონ ევროდ
თავდამსხმელი რობერტო სოლდადო შეიძინა.

ასევე იხილეთ:
სერია A-ს სეზონის ტოპ-5 ფეხბურთელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული