მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" საბოლოოდ გაისტუმრა უარით "მანჩესტერ იუნიატედი" სესკ ფაბრეგასის ტრანსფერზე, ინგლისელებმა ყურადღება მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველზე ბასტიან შვაინშტაიგერზე გადაიტანეს.
"იუნაიტედი" მზადაა გერმანელ ფეხბურთელში 40 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.
გასულ სეზონში შვაინშტაიგერი "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის მოგებაში დაეხმარა.