ლონდონის "ჩელსიმ" დავიდ ლუისს ფასი დაადო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" დავიდ ლუისის სატრანსფერო თანხა დაასახელა.

"ბარსელონა" ბრაზილიელ ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს იხდის, თუმცა ლონდონელებმა ტრანსფერის თანხად 45 მილიონი ევრო დააწესეს.

ესპანური პრესა იუწყება, რომ "ბარსელონა" 30 მილიონის გადსახდელად მზადაა, თუმცა "ჩელსიში" განაცხადეს, რომ არ აპირებენ 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვას მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შესაძლოა ლუისი ჟოზე მოურინიოს სათამაშო სქემაში ვერ ჩაჯდეს.

ესპანური გუნდის მწვრთნელი ხერარდო მარტინო კი ცდილობს კლუბს ლუისი, რაც შეიძლება სწრაფად აყიდინოს, თუმცა ნეიმარის ყიდვის შემდეგ "ბარსელონას" ასეთი თანხის გადახდა მეორე ბრაზილიელში ნამდვილად გაუჭირდება, ამტკიცებს გამოცემა
mirror.co.uk.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული