ინგლისის ნაკრების განაცხადი შოტლანდიასთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისის "ნაკრების" მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა შოტლანდიასთან ამხანაგური მატჩისთვის გუნდის გაფართოებული შემადგენლობა გააცხადა.

მატჩი 14 აგვისტოს "უემბლიზე" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ორ ნაკრებებს შორის შეხვედრა 1999 წლიდან არ გამართულა.

ინგლისის ნაკრებში მოხვდა "საუტჰემპტონის" 31 წლის ფორვარდი რიკი ლამბერტი და "მანჩესტერ იუნიატედის" ახალწვეული უილფრიდ ზაჰა.

ინგლისის ნაკრების განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ფოსტერი, ჯარტი, რადი
მცველები: ბეინსი, იაგილკა, კეჰილი, კოული, ჯონსონი, ჯოუნსი, სმოლინგი, უოკერი
ნახევარმცველები: ქერიკი, კლევერლი, იანგი, ზაჰა, ჯერარდი, ლემპარდი, უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უოლკოტი, მილენრი
თავდამსხმელები: დეფო, ლამბერტი, რუნი უელბეკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული