უკანასკნელი რეპეტიცია "არსენალმა" მოიგო

AutoSharing Option
ჰელსინკიში, ოლიმპიურ სტადიონზე გამართული მატჩით "არსენალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" 2013/14 წლების სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს.

თამაში "მეთოფეთა" უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით (3:1) დასრულდა. მოედანზე საუკეთესო თეო უოლკოტი გახლდათ, ვინც, გარდა იმისა, რომ ანგარიში გახსნა, აარონ რემსისა და ოლივიე ჟირუსაც გაატანინა. შეცვლაზე შესულმა ფრანგმა მეორედაც მოახერხა გატანა, თუმცა "ქალაქელთათვის" საბედნიეროდ, თამაშგარედან, რაც მატჩის არბიტრებს არ გამოჰპარვიათ.

ალვარო ნეგრედოს გოლს რაც შეეხება, ბურთი "არსენალის" ნახევარდაცვამაც გაატარა და დაცვამაც. ესპანელმა მეტოქის უკანახაზელთან ცოტა წაიჭიდავა, ლუკაშ ფაბიანსკისთან პირისპირ დარჩა და პრესტიჟის ბურთი გაიტანა.

მატჩის შემდგომ
არსენ ვენგერი (არსენალი): "ეს იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერად მომზადებული ორი გუნდის დაპირისპირება, რომლის ფეხბურთელებმაც უკანასკნელი ძალები გაიღეს თამაშისთვის. "არსენალმა" ტაქტიკურად გამართულად ითამაშა. ასე რომ, კმაყოფილი ვარ. რასაკვირველია, არის კომპონენტები, რომლებიც ჯერ კიდევ დასახვეწი გვაქვს. ფეხბურთელები მაქსიმალურად იყვნენ კონცენტრირებულნი და მომენტები ამიტომ გამოვიყენეთ ეფექტურად.

ეს ფაქტორი სეზონის დაწყებამდე თავდაჯერებას შეგვმატებს. აუცილებელია, ყოველ მატჩს ანალოგიურ კონდიციებში შევხვდეთ. სანაკრებო პაუზის გამო ფეხბურთელებს გამგზავრება მოუწევთ. ასე რომ, პრემიერლიგის პირველი ტურისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო დაგვრჩება, რაც გუნდზე დადებითად ნამდვილად არ აისახება".


არსენალი-მანჩესტერ სიტი 3:1
გოლები: 1:0 უოლკოტი (8), 2:0 რემსი (58), 3:0 ჟირუ (61), 3:1 ნეგრედო (79)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი (46. ფაბიანსკი) - სანია (73. ჯენკინსონი), მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა (67. პერესი), რემსი (88. ჰაიდენი) - უილშირი (46. კასორლა), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (73. ზელალემი) - პოდოლსკი (46. ჟირუ)
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა (46. რიჩარდსი), კომპანი, ლესკოტი (85. ბოაიტა), კლიში - ფერნანდინიო (79. როდუელი), ი. ტურე (67. ხ. გარსია), მილნერი (46. ნავასი), დ. სილვა (67. ნასრი) - ჯეკო (67. იოვეტიჩი), ნეგრედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლონდონის "არსენალი" ლუის სუარესს კვირაში 160 ათას ფუნტს სთავაზობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული