რობინ ვან პერსი: არ მინდა დამცინოთ, მაგრამ ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედია"!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი ვერ ხვდება, რატომ აყენებენ ბუკმეკერები ინგლისის ჩემპიონობაზე მისი გუნდის შანსებს ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისაზე" დაბლა.

"არ მინდა, ვინმეს დასაცინი გავხდე, მაგრამ ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედია"! აქედან გამომდინარე, როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ჩვენი შანსები მხოლოდ მესამეა?

მე ეს სულაც არ მაღელვებს. მჯერა ამ გუნდის და იმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატში კვლავაც პირველობისთვის ბოლომდე იბრძოლებს",
- თქვა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "უიგანთან" მოგებული ინგლისის სუპერთასისთვის მატჩის შემდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა.

ასევე იხილეთ:
ინგლისის სუპერთასი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო [VIDEO]

ინგლისში ყველაზე მეტი რობინ ვან პერსის მაისურა გაიყიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული