ჟოზე მოურინიო სამუელ ეტო'ოს ყიდვას აპირებს...

AutoSharing Option
ბრიტანული "დეილი სტარი" ლონდონის "ჩელსისთან" დაკავშირებულ საკმაოდ მოულოდნელ სატრანსფერო ცნობას აქვეყნებს.

გამოცემის მიხედვით, თუკი უეინ რუნის ტრანსფერი ლონდონურ კლუბში ჩაიშლება (და საქმე აქამდე მიდის), მაშინ ჟოზე მოურინიო ყველას გააკვირვებს მახაჭყალის "ანჟიდან" კამერუნელი სამუელ ეტო'ოს ყიდვით.

რომან აბრამოვიჩი რუნის სანაცვლოდ მაქსიმუმ 25 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს, ამ თანხად კი "მანჩესტერ იუნაიტედი" 27 წლის ფორვარდს არ შეელევა.

ბოლო დროს "ანჟიში" განვითარებული მოვლენების გამო მოურინიოს შანსი მიეცა, რომ 32 წლის აფრიკელი "ჩელსიში" წაიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ერთხელ უკვე წვრთნიდა კამერუნელს, მილანის "ინტერში" მუშაობისას.

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო: დავიდ ლუისის ტრანსფერზე მუშაობით "ბარსელონა" დროს ფუჭად ხარჯავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული