"მანჩესტერ სიტის" პეპეს ყიდვა ისევ მოუნდა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მანუელ პელეგრინი ისევ ფიქრობს, რომ შეძლებს პორტუგალიელი პეპეს შეძენას. პირველი უშედეგო ცდის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" კიდევ ერთხელ მიმართა მადრიდის "რეალს".

ახლახან "სიტის" მატიას ნასტასიჩი დაემტვრა, რომელიც უახლოესი 6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს და მანჩესტერულ კლუბშიც მწვავედ დადგა მცველის საკითხი.

მანუელ პელეგრინი კარგად იცნობს პეპეს შესაძლებლობებს, რადგან 2009/10 წლების სეზონში "რეალში" წვრთნიდა მას.

ივლისში ინგლისელებს ესპანელებმა პეპეს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე უთხრეს უარი.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ სიტი" პეპეს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული