პრემიერლიგის დებიუტანტი მარკო ვან გინკელის დიდი იმედები

AutoSharing Option
კვირას "ჰალ სიტისთან" შეხვედრა მარკო ვან გინკელისთვის ახალი ფურცელია მისი ცხოვრების წიგნში. ახალგაზრდა ჰოლანდიელს ერთი სული აქვს, როდის მიეცემა ოფიციალურ შეხვედრებში თამაშის გამოჩენის შანსი.

ნახევარმცველი ხშირად იმსახურებს კომპლიმენტებს ორთაბრძოლებისას ეფექტური ვარდნებისა და ბურთის ფლობის ტექნიკის წყალობით.

20 წლის ნახევარმცველზე მასალა "ჩელსის" ვებგვერდმა შემოგვთავაზა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

- პირველ თამაშებს პრემიერლიგაში მოუთმენლად ველოდები. მოსამზადებელი ციკლი მნიშვნელოვანია, თუმცა ის მხოლოდ კონკრეტულ მიზანს ემსახურება. უნდა მოემზადო, რათა ყველას დაუმტკიცო, თუ რა შეგიძლია. იმედია, "ჰალთან" ძირითადში ვიქნები.

ახალგაზრდა მოთამაშისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალურ თამაშებში
მოედანზე ყოფნა, რადგან ეს საკუთარი ძალების რწმენას გმატებს.

მომწონს როცა გუნდს დაცვაში ვეხმარები, თუმცა შეტევაში წასვლა მირჩევნია. ჰოლანდიაში თამაშისას ინგლისის ჩემპიონატს ხშირად ვუყურებდი. ზოგადად პრემიერლიგა ჩვენთან პოპულარულია, რადგან აქ ბევრი ჰოლანდიელი ლეგიონერი თამაშობს.

აშკარაა, პრემიერლიგა ერთი თავით მაღლა დგას ერედივიზიეზე.

"ჩელსიში" მოსვლის შემდეგ ძირითად დროს ბაზაზე ვატარებ. ამის მიუხედავად მეჩვენება, რომ ლონდონი საოცრად ლამაზია. ის ძალიან დიდია და ყოველთვის გამონახავ საქმეს თავის შესაქცევად. საცხოვრებლად ბინა ჯერ არ ამირჩევია. იმედია, საკუთარი ჭერი კიდევ უფრო მეტად დამეხმარება აქაურობასთან ადაპტაციაში, თუმცა ისედაც ყველაფერი ძალიან მომწონს.

პირველ თამაშზე გულშემატკივარი ძალიან ბევრს ელის. განსაკუთრებით მას მერე, რაც გუნდში ჟოზე მოურინიო დაბრუნდა.

ფეხბურთელებიც მომართულნი ვარ და ბრძოლის დაწყებას ველით. ჟოზე ძალიან ძლიერია, როგორც ტექნიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით. იმ ხუთი კვირის განმავლობაში, რაც მასთან ვმუშაობ, უკვე ბევრი რამე ვისწავლე.

ახლა ვხვდები, რატომ იყო ის წარმატებული მწვრთნელი წლების განმავლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული