დევიდ მოიესი: თუ ვან პერსი ურტყამს, მიზანს აუცილებლად აღწევს [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნიატედის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი "სუონსისთან" (4:1) პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ კმაყოფილი დარჩა.

"წითელმა ეშმაკებმა" 2013/14 წლების სეზონის პრემიერლიგის პირველი მატჩი სტუმრად ჩაატარეს.

დუბლი საკუთარ ანგარიშზე რობინ ვან პერსიმ და დანი უელბეკმა ჩაიწერეს, ხოლო მასპინძელთა მხრიდან არნემის "ვიტესის" ყოფილი ფეხბურთელი ბონი გამოირჩა.

"ამ შეხვედრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძალა აჩვენა. შეტევაში მშვიდად ვმოქმედებდით, რითაც კმაყოფილი ვარ. აქ თამაში რთულია, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს ჩემთვის პირველი მატჩი იყო "მანჩესტერ იუნიატედის" სათავეში, რა თქმა უნდა ვღელავდი, თუმცა ეს დამეხმარა კიდეც.

10 წლის
წინ იგივე რამეს ვგრძნობდი "ევერტონშიც". რობინ ვან პერსიმ ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა, თუ ის ურტყამს, მიზანს აუვილებლად აღწევს",
- თქვა მოიესმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია ВВС-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული