მანუელ პელეგრინიმ "სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინი 2013 წლის ზაფხულში შეცვალა და პრემიერლიგაში უფრო შთამბეჭდავ დებიუტს, ალბათ, ოცნებებშიც ვერ წარმოიდგენდა.
რაც შეეხება ჯეკოს, მას მეტოქის კარი არ დაულაშქრავს, თუმცა მოედანზე მთელი 90 წუთი მუხლჩაუხრელად იშრომა და საუკეთესოდაც დაასახელეს.
მატჩის შემდეგ ბოსნიელი ფეხბურთელი თავისი გუნდის გარჯით უზომოდ ბედნიერი იყო.
"ძალიანაც მინდოდა, გოლი გამეტანა,
ვფიქრობ, ფანტასტიკური შეხვედრა ჩავატარეთ. არაჩვეულებრივად არა მხოლოდ 45 წუთი, არამედ მთელი 90 წუთი ვითამაშეთ და სწორედ ამას ელის მწვრთნელი ჩვენგან.
ეს პირველი საშინაო თამაში იყო და ძალიან გვსურდა, ყველასთვის გვეჩვენებინა, რა შეგვიძლია. ოთხი გოლი გავიტანეთ, თუმცა მეტის გატანაც შეგვეძლო", - თქვა ბოსნიელმა.
ჯეკომ კომპლიმენტებით მთავარი მწვრთნელიც შეამკო.
"ახალმა მწვრთნელმა ფეხბურთელებში რაღაცები შეცვალა, განსაკუთრებით კი, ჩემში. მან თავდაჯერება შემძინა და ეს სწორედ ისაა, რაც ძალიან მჭირდებოდა", - აქვეყნებს თავდამსხმელის ნათქვამს Sky Sports-ი.
ინგლისის პრემიერლიგა. I ტური
მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 4:0
გოლები: 1:0 დ. სილვა (6), 2:0 აგუერო (22), 3:0 ი. ტურე (50), 4:0 ნასრი (75)
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კლიში, ლესკოტი, კომპანი (71. ხ. გარსია), საბალეტა - ი. ტურე, ფერნანდინიო - დ. სილვა (80. ნეგრედო), აგუერო (61. ნასრი), ხ. ნავასი - ჯეკო
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - დებუში, კოლოჩინი, ს. ტეილორი, იანგა-მბივა - სისოკო, ტიოტე - გუფრანი (45+4. დამეტი), ბენ არფა (65. ს. ამეობი), ხონასი (44. ანიტა) - სისე
გაფრთხილება: ჯეკო, ფერნანდინიო - იანგა-მბივა, სისოკო, დებუში
გაძევება: - ს. ტეილორი (45+3)B
კარში დარტყმა: 20-5 (11-1) კუთხური: 8-1 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 9-8 ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 46 842