პრემიერლიგა. III ტურის გადმოტანილი შეხვედრა: კიდევ ერთხელ დედაქალაქში

AutoSharing Option
"სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსი"-"ასტონ ვილა", კალენდრის მიხედვით, 31 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა 30-ში ჟოზე მოურინიო და კომპანია ევროპის სუპერთასისთვის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ "ბაიერნს" დაუპირისპირდებიან.

ამის გამო ინგლისის პროფესიულმა ლიგამ შეხვედრა 21 აგვისტოსთვის დანიშნა.

მასპინძლებმა თავიანთი პირველი შეხვედრა საშინაო არენაზე კვირას ჩაატარეს და "ჰალ სიტის" შანსი არ დაუტოვეს (2:0).

ბირმინგემელები, წესით, კარგ ხასიათზე უნდა იყვნენ, რადგან სასტარტო ტურში ლონდონშივე ითამაშეს და "არსენალს" 3:1 მოუგეს.

მეორე მხრივ, პოლ ლამბერტის შეგირდებს არ უნდა დავიწყებოდათ შარშანდელი სტუმრობა ამავე არენაზე. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ თამაში
8:0 დასრულდა. "ვილამ" უკანასკნელი 5-დან 4 თამაში წააგო ლონდონელებთან. ბუკმეკერები სენსაციას არც ახლა ელიან.

21 აგვისტო

ჩელსი-ასტონ ვილა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნათანიელ ჩალობა, დავიდ ლუისი, ტომაშ კალაში – ნათან ბეიკერი, კრის ჰერდი, იაკუბა, სილა, ჩარლ ნზოგბია
ურთიერთშეხვედრები
სულ 135 თამაში: +53=32-50 (210-199)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული