"მანჩესტერ სიტის" კაპიტანი გამოაკლდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 27 წლის ბელგიელმა კაპიტანმა ვენსან კომპანიმ "ნიუკასლთან" პრემიერლიგის I ტურის მატჩის 71-ე წუთზე მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რისი წყალობითაც, მინიმუმ, უახლოესი ორი კვირა დასვენება მოუწევს.

მოედანზე ფეხბურთელის დაბრუნების ვადამ შესაძლოა ოდნავ კიდევ გადაიწიოს, რადგან მას დამატებით გამოკვლევებს უახლოეს დღეებში ჩაუტარებენ.

მანუელ პელეგრინის შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 21 სექტემბერს მანჩესტერულ დერბიში აუცილებლად იქნება მინდორზე.

ამ დროისთვის, წესით, ჯანზე უნდა იყოს კომპანის ტრადიციული მეწყვილე მატია ნასტასიჩიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული