ბრენდან როჯერსი: ეს ფანტასტიკური გამარჯვება იყო [VIDEO]

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯესმა "ასტონ ვილასთან" (1:0) ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"შესანიშნავი გამარჯვება იყო ჩვენთვის. ვფიქრობ შეხვედრის პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით და გავიტანეთ კიდეც.

მეორე ტაიმში კი თავი კარგად უნდა დაგვეცვა. "ასტონ ვილას" ფეხბურთელები კონტრშეტევებზე კარგად მოქმედებენ. თუ მათ სივრცეს მისცემთ, ისინი გოლს აუცილებლად გაიტანენ.

მოედნის საკუთარ მონაკვეთზე თავს მთელი გუნდით ვიცავდით და მეტოქეს მომენტის შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით.

ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვება იყო, რადგან "ასტონ ვილა" ის გუნდია, ვის წინააღმდეგაც თამაში ძალიან რთულია",
- თქვა
როჯერსმა.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვების გოლი დანიელ სტარიჯმა გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული