ინგლისი. პრემიერლიგა. II ტური: პირველი დიდი სენსაცია [VIDEO]

AutoSharing Option
წვიმამ ტურის სასტარტო თამაში გააფუჭა და მეტოქეთა ტაქტიკაზე სერიოზული გავლენა იქონია.

წესით, "მეთოფეებისთვის" ამინდს ხელი უფრო მეტად უნდა შეეშალა, რადგან მათ შემადგენლობაში მეტი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ჩრდილოლონდონელებმა დერბიში იმდენად კარგად ითამაშეს, რომ კითხვა არავის გასჩენია, იმსახურებდა თუ არა ის სამ ქულას.

იმსახურებდა და მერე როგორ! მარტინ იოლმა ძირითადში გაამწესა ახალწვეულები სკოტ პარკერი და ადელ ტაარაბტი. პირველზე ცუდს ვერაფერს ვიტყვით, რადგან 32 წლის ვეტერანი მაქსიმალურად ცდილობდა, გუნდზე ეთამაშა; აი, მაროკოელმა კი მატჩი აშკარად ჩააგდო. მან ვერც შეტევაში გვიჩვენა რაიმე ხეირიანი
და ვერც დაცვას დაეხმარა, როგორც საჭირო იყო.

სტუმრებმა ანგარიში მძიმე საფარის დახმარებით გახსნეს: თეო უოლკოტი აშკარად პირდაპირ დარტყმას აპირებდა, თუმცა ბურთი თამაშგარეს ზღვარზე მოთამაშე ოლივიე ჟირუს მოარტყა ფეხებში. ფრანგი არ დაიბნა და ახლო მანძილიდან გაიტანა.

ლუკას პოდოლსკიმ, ვის ტრანსფერსაც არსენ ვენგერმა ვეტო დაადო, ორჯერ გაიტანა და ორჯერვე ყუმბარისებური დარტყმებით.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


"არსენალის" დაცვა მხოლოდ ერთხელ ჩავარდა, როცა დიმიტარ ბერბატოვის პასი გაატარა, დარენ ბენტმა კი ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

რვა გოლი შვიდ თამაშში
"ვილა პარკზე" ერთმანეთს ძლიერი გუნდები დაუპირისპირდნენ. მერე რა, რომ ბირმინგემელებმა 3-დან 2-ჯერ წააგეს? ჩემპიონატის სტარტზე "არსენალის", "ჩელსისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში პოლ ლამბერტმა დაამტკიცა, რომ წელს მასთან გასეირნება არავის გამოუვა.

მართალია, გოლი ვერ გაიტანა, თუმცა მთელი თავისი ბრწყინვალებით წარსდგა კრისტიან ბენტეკე. 22 წლის ბელგიელი თანამემამულე სიმონ მინიოლეს სამფლობელოს არაერთხელ დაემუქრა. როგორც ბრენდან როჯერსი შეგვპირდა, მასთან მცველები მაქსიმალურად ყურადღებით თამაშობდნენ.

მეორე ტაიმში კრისტიანი პენალტის დანიშვნასაც კი ითხოვდა, როცა კოლო ტურესთან ორთაბრძოლის შემდეგ ძირს დაეცა, თუმცა მარკ კლატენბერგმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.

არბიტრმა იდეალურად შეაფასა ანალოგიური სიტუაცია ბრედ გუზანის საჯარიმოშიც. ამერიკელმა მეკარემ დენიელ სტარიჯი კი წააქცია, თუმცა იქამდე ბურთს მისწვდა და მომენტი განმუხტა.

გოლი 21-ე წუთზე დიდწილად სტარიჯის დამსახურებით გავიდა. თავდამსხმელმა ხოსე ენრიკესგან ბურთი უკვე დაძრულმა მიიღო, იოლად ჩამოიშორა ანტონიო ლუნა, გუზანი და მახვილი კუთხიდან მაღალ კუთხეს დაუმიზნა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


დენიელისთვის ეს ბურთი მე-8 აღმოჩნდა პრემიერლიგის უკანასკნელ 7 შეხვედრაში.

ყოფილი დამრიგებლის წინააღმდეგ
ტონი პულისის წასვლისა და მარკ ჰიუზის დანიშვნის შემდეგ "სტოკის" პერსპექტივაზე დაუღალავად მსჯელობდნენ. ექსპერტები "მეთიხეთა" ჩავარდნას წინასწარმეტყველებენ, თუმცა გუნდში აქამდე თითქმის არაფერი შეცვლილა.

უელსელის ხელში ის ისევ ძველებურად ნაღდ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს.

ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ შეიძლებოდა უფრო შთამბეჭდავიც ყოფილიყო, თუმცა ხულიან სპერონიმ რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი. თითოჯერ კი ბურთი არგენტინელის ხარიხასა და ძელს მოხვდა.

ჩარლი ადამმა "ბლექპულში" მისი ყოფილი დამრიგებელი იან ჰოლოვეი არ დაინდო, მარუან შამახის გოლისას დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომა კი რაიან შოუკროსმა თავად გამოასწორა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ცოტა უცნაურ სიტუაციაში დაფიქსირდა.

თავდამსხმელების პოზიციაზე ცენტრალური მცველები შოუკროსი და რობერტ ჰუთი ერთდროულად აღმოჩნდნენ. საბოლოოდ დარტყმა კაპიტანმა შეასრულა და დიდადაც გაიხარა.

ნულები ტაბლოზე
"ევერტონს" რაც "გუდისონ პარკზე" სეზონის პირველ შეხვედრაში დაემართა, ზუსტად ამას ჰქვია არგამართლება. "ლურჯებს" უბრალოდ მოგება კი არა, მეტოქის განადგურებაც კი შეეძლოთ.

თითოჯერ ბურთი ძელსა და ხარიხასაც მოხვდა მარუან ფელაინისა და შეიმუს კოულმანის დარტყმების შემდეგ. მერსისაიდელთა მხრიდან გატანა შეეძლოთ სტივენ პიენაარს, კევინ მირალიასს, კოულმანს, როს ბარკლისა და ფელაინის. აღნიშნულ ეპიზოდებში "ვესტ ბრომვიჩი" ბენ ფოსტერმა და მისი ტრავმის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ლუკ დენიელსმა იხსნეს.

90 წუთის განმავლობაში რეალურად ერთხელ ჩაერთო თამაშში ტიმ ჰოვარდი. ამერიკელმა უბრალოდ თავი დაიზღვია, თუ არა, ბურთი კარს მაინც სცდებოდა.

ასევე ნულოვანი ფრე დაფიქსირდა "სენტ ჯეიმს პარკზე" და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ცუდი სანახავი არც ტაინსაიდური თამაში ყოფილა.

"ვესტ ჰემი" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადარჩა, როცა სემი ამეობის დარტყმა თუ ჩაწოდება ძელს მოხვდა, იქვე მდგარი იოან გუფრანი კი სიტუაციაში სწრაფად ვერ გაერკვა და კარს ააცილა. "ჩაქუჩების" მხრიდან ყველაზე აქტიური იყო სტივენ რიდი.

ახალზელანდიელმა დებიუტში კინაღამ საკუთარი კარი დალაშქრა, მერე კი უკვე ტიმ კრულს შეუტია ორჯერ. ფილ დაუდმა მეორე ტაიმში მოდიბო მაიგას თამაშგარედან გატანილი ბურთი გაუუქმა, თუმცა წესების დარღვევა იმდენად აშკარა იყო, რომ ეს არავის გაუპროტესტებია.

სიტი დაეცა
მარტო სტატისტიკას თუ გადაავლებთ თვალს, შეიძლება იფიქროთ, რომ "სიტი" მეტოქეს სჯობდა, თუმცა ეს მხოლოდ ზოგადი სურათია.

პრემიერლიგაში პირველ საშინაო შეხვედრაში "კარდიფის" მოთამაშეთა განწყობა განსაკუთრებული იყო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორეში მაყურებელმა ფანტასტიკური სანახაობა იხილა. ედინ ჯეკოს შორეული გოლის შემდეგ "ქალაქელები" რატომღაც მოეშვნენ.

მასპინძლებმა ჯერ ახლო მანძილიდან "დახვრიტეს" ჰარტი, მერე კი ორჯერ ისარგებლეს კუთხურის გათამაშების შემდეგ.

ექსჩემპიონების უკანა ხაზს (მეკარის ჩათვლით) ორჯერვე საღათას ძილით ეძინა. ალვარო ნეგრედოს ერთმა ბურთმა ბოლო წამებზე უკვე ვეღარაფერი შეცვალა.

"სუონსიმ" "ტოტენჰემთანაც" მოახერხა ბურთზე კონტროლის დაწესება, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. მასპინძელს შეუდარებლად მეტი და უკეთესი მომენტები ჰქონდა გასატანად. უელსელებს სწრაფად შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა ჯერ რუტლეჯსა და მერე მიჩუს ლორისი აღუდგა წინ.

მთელი დანარჩენი შეხვედრა "დეზების" იყო. "გედები" ჯონჯო შელვიმ დაღუპა. ახალწვეულმა ორჯერ დაარღვია თამაშის წესები საჯარიმოში. პირველად მსაჯმა წესების დარღვევა ვერ დაინახა, მეორედ კი უყოყმანოდ მიუთითა პენალტის ნიშნულისკენ. პირველი ტურის არ იყოს, სტანდარტული ისევ რობერტო სოლდადომ გამოიყენა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისი. პრემიერლიგა. II ტური
26 აგვისტო
იუნაიტედი-ჩელსი 23:00

ფულჰემი-არსენალი 1:3
გოლები: 0:1 ჟირუ (14), 0:2 პოდოლსკი (41), 0:3 პოდოლსკი (68), 1:3 ბენტი (77)
ფულჰემი (4-4-1-1): სტოკდეილი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - სიდუელი (75. კარაგუნისი), პარკერი, ტაარაბტი (62. კაჩანიკლიჩი), დაფი (59. ბენტი) - კასამი - ბერბატოვი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, სანია, მერტეზაკერი, გიბსი - როსიცკი (69. უილშირი), რემსი - კასორლა, უოლკოტი, პოდოლსკი (81. ი. სანოგო) - ჟირუ (71. მონრეალი)
გაფრთხილება: პარკერი, კასამი - რემსი, უილშირი
კარში დარტყმა: 22-28 (7-9) კუთხური: 1-8 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 10-9 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 25 622

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 0:0
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმანი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ფელაინი, ოსმანი - პიენაარი, ბარკლი, მირალიასი (73. ნეისმიტი) - იელავიჩი (72. კონე)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი (78. დენიელსი) - ბ. ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ, იაკობი - დორანსი, მორისონი, ლონგი (81. ბრანტი) - როსენბერგი (67. ვიდრა)
გაფრთხილება: ბერკლი - მულუმბუ
კარში დარტყმა: 30-8 (8-2) კუთხური: 11-1 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 15-17 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 36 410

ჰალ სიტი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 ბრეიდი (22-პენ)
ჰალ სიტი (4-4-1-1): მაკგრეგორი - ელმოჰამადი, ჩესტერი, კ. დევისი, ფიგეროა - ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ბრეიდი (80. ბოიდი), ალუკო (73. გრემი) - კორენი (84. როსენიორი) - საგბო
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - უიტაკერი, ტერნერი, მარტინი, გარიდო - ტეტი (65. ელმანდერი), ბ. ჯონსონი (46. სნოდგრასი), ჰაუსონი, რედმონდი (73. ჰულაჰანი) - ფერი - ვან ვოლფსვინკელი
გაფრთხილება: ლივერმორი - გარიდო
გაძევება: საგბო (27)
კარში დარტყმა: 9-17 (2-4) კუთხური: 1-5 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 15-19 ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 23 682

ნიუკასლი-ვესტ ჰემი 0:0
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, იანგა-მბივა, კოლოჩინი, სანტონი - სისოკო, ანიტა, მარვო (66. ს. ამეობი), ბენ არფა - სისე (72. გუფრანი), შ. ამეობი
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იაასკელაინენი - დემელი, კოლინსი, რიდი, ობრაიენი - ნოუბლი, დიამე (75. მორისონი) - დაუნინგი (64. ჯ. კოული), ნოლანი, ჯარვისი - მაიგა
გაფრთხილება: ობრაიენი
კარში დარტყმა: 16-6 (0-1) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 12-15 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 49 622

საუთჰემპტონი-სანდერლენდი 1:1
გოლები: 0:1 ჯაკერინი (3), 1:1 ფონტე (88)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - ჩემბერსი, ფონტე, ლოვრენი, შოუ (46. კლაინი) - ვანიამა, შნაიდერლინი (46. ოსვალდო) - ლალანა (69. რამირესი), ვორდ-პრაუსი, ჯ. როდრიგესი - ლამბერტი
სანდერლენდი (4-4-1-1): ვესტვუდი - ჩელუსტკა, ოში, დიაკიტე, კოლბეკი (54. დ. ვონი) - გარდნერი, ლარსონი, ა. ჯონსონი, ჯაკერინი (82. უიკჰემი) - სესინიონი (46. დონ ვონი) - ალტიდორი
გაფრთხილება: ვორდ-პრაუსი, ოსვალდო - გარდნერი, ლარსონი
კარში დარტყმა: 23-11 (6-3) კუთხური: 5-2 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 11-13 ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 29 596

სტოკ სიტი-კრისტ. პალ. 2:1
გოლები: 0:1 შამახი (31), 1:1 ადამი (58), 2:1 შოუკროსი (62)
სტოკ სიტი (4-1-4-1): ბეგოვიჩი - კემერონი, ჰუთი, შოუკროსი, პიტერსი - უილსონი - ადამი (74. უელანი), ნზონზი, ეთერინგტონი (70. პენანტი), უოლტერსი - კრაუჩი (86. ჯერომი)
კრისტალ პალასი (4-5-1): სპერონი - ვორდი, გებიდონი, დელეინი, მოქსი - ჟედინაკი, დიკგაჩოი, კამპანია (63. გარვანი), პანჩეონი (76. კ. ფილიპსი), გეილი - შამახი (63. უილიამსი)
გაფრთხილება: შოუკროსი, კემერონი, უოლტერსი -
კარში დარტყმა: 18-10 (3-3) კუთხური: 1-2 თამაშგარე: 5-5 ჯარიმა: 13-16 ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 25 270

ასტონ ვილა-ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 სტარიჯი (21)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ლოუტონი (65. ელ აჰმადი), ოკორე, ვლაარი, ლუნა - დელფი, ბაკუნა, ვესტვუდი (83. ჰელენიუსი) - ვაიმანი (73. ტონევი), ბენტეკე, აგბონლაჰორი
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - გ. ჯონსონი, აგერი, კ. ტურე, ენრიკე - ჯერარდი, ლუკასი - ჰენდერსონი, ასპასი (69. სისოკო), კოუტინიო (83. ალენი) - სტარიჯი
გაფრთხილება: ლუნა, დელფი, ლოუტონი - ასპასი, გ. ჯონსონი, ლუკასი
კარში დარტყმა: 20-6 (3-1) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 10-8 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 42 098

კარდიფი-მანჩესტერ სიტი 3:2
გოლები: 0:1 ჯეკო (52), 1:1 გუნარსონი (60), 2:1 ფ. კემპბელი (79), 3:1 ფ. კემპბელი (87), 3:2 (90+2. ნეგრედო)
კარდიფი (4-2-3-1): მარშალი - კონოლი, კოლკერი, ტერნერი, ე. ტეილორი - მედელი, გუნარსონი - უიტინგჰემი, კიმი (90. ნუნი), ბელამი (83. კოუი) - ფ. კემპბელი (90+3. კორნელიუსი)
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, ხ. გარსია, ლესკოტი, კლიში - ი. ტურე, ფერნანდინიო (77. მილნერი), ნავასი (55. ნასრი), დ. სილვა - აგუერო, ჯეკო (69. ნეგრედო)
გაფრთხილება:
კარში დარტყმა: 15-20 (6-5) კუთხური: 3-9 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 2-11 ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 27 068

ტო
ტენჰემი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 სოლდადო (59-პენ)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, როუზი - კაპუ, პაულინიო - შადლი, დემბელე (64. სიგურდსონი), ტაუსენდი (88. სანდრო) - სოლდადო (80. დეფო)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი - შელვი (69. ვ. ბონი), კანიასი - პ. ერნანდესი, დე გუზმანი, რუტლეჯი (59. პოსუელო) - მიჩუ
გაფრთხილება: სოლდადო - ბ. დევისი, ვორმი, მიჩუ, უილიამსი
კარში დარტყმა: 28-12 (7-5) კუთხური: 8-3 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 10-15 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 36 000

Sportall.Ge

ბომბარდირები:

3 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), 2 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), ფრეიზერ კემპბელი (კარდიფი), რობერტო სოლდადო (ტოტენჰემი)

მომდევნო ტური
31 აგვისტო:
მანჩესტერ სიტი-ჰალ სიტი, კარდიფი-ევერტონი, ნიუკასლი-ფულჰემი, ნორვიჩი-საუთჰემპტონი, ვესტ ჰემი-სტოკ სიტი, კრისტალ პალასი-სანდერლენდი

1 სექტემბერი:
ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი, ვესტ ბრომვიჩი-სუონსი, არსენალი-ტოტენჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული