პატრის ევრა: ჟოზე მოურინიო მოგებაზე არ თამაშობდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა პატრის ევრამ ლონდონის "ჩელსისთან" (0:0) ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტოქე შეგნებულად თამაშობდა ფრეზე.

"უფრო მეტი მომენტი უნდა შეგვექმნა. პოზიტივი ის არის, რომ ბურთი არ გაგვიშვია. "ჩელსიმ" კი ერთი სახიფათო მომენტიც ვერ შექმნა.

მოურინიომ მოედანზე "ჩელსი" მთავარი ფორვარდის, ფერნანდო ტორესის გარეშე გაიყვანა. ამიტომ მგონია, რომ ის გამარჯვებისთვის არ თამაშობდა.

შესაძლოა, მას ფრე უფრო აწყობდა. ჩვენ კი მოგება ძალიან გვინდოდა",
- თქვა ევრამ.

შეგახსენებთ,რომ ტორესი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის შედეგი სამართლიანია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ფეხურთიდან უნდა წავიდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც 0:0 ზე თამაშობენ და 1:0 მოგების იმედი აქვთ. მე ყოველთვის 3:0 მოგებაზე ვთამაშობდი"


- სეზარ ლუის მენოტი
zviadi
05:48 28-08-2013
0
ჟოზე ერთიდაიგივე მდინარის ერთიდაიგივე ფონზე ორჯერ არ შედიან! - ვნახოთ შენი პრემიერლიგაში დაბრუნება, თანაც ჩელსიში რას მოიტანს!
brola
23:19 27-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული