ლონდონელებმა "სამეფო კლუბს" 42 მილიონი ფუნტი შესთავაზეს.
BBC-ის ცნობით, გარეთ ბეილის შეძენის შემდეგ იოზილმა გადაწყვიტა, კლუბი დაეტოვებინა.
"არსენალის" გარდა, გერმანელი ფეხბურთელით პსჟ იყო დაინტერესებული. ეს ტრანსფერი "არსენალის" ისტორიაში სარეკორდო იქნება.
შეგახსენებთ, რომ იოზილი "რეალის" ფეხბურთელი სამი წლის წინ გახდა. ის "ვერდერიდან" "სამეფო კლუბში" 12.4 მილიონ ფუნტად გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში 105 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლი გაიტანა და 52 საგოლე გადაცემა გააკეთა.