ლუის სუარესი: "ლივერპულში" დარჩენის გადაწყვეტილება თავად მივიღე ამ რამდენიმე კვირის წინ

AutoSharing Option
სატრანსფერო "დედლაინმა" ჩაიარა და ამ ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი - ლუის სუარესი "ლივერპულიდან" "არსენალში" - არ შედგა.

აი, რა თქვა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ თავად 26 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა:

"ჩემთვის "ლივერპულიდან" წასვლის საკითხი ამ ეტაპზე დახურულია. "ლივერპულში" დარჩენის გადაწყვეტილება თავად მივიღე ამ რამდენიმე კვირის წინ. ამის შემდეგ გუნდთან ერთად მუშაობას ვეშურები. იმედია, როცა მოედანს დავუბრუნდები, ფანებს ისევ ექნებათ ჩემი რწმენა. ადრე ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მინდოდა. არ მოხერხდა, მაგრამ იმითაც ბედნიერი ვარ, რომ "ლივერპულში" მაქვს მომავალი".

ასევე იხილეთ:
"ლივერპული": ლუის სუარესს ბოდიში მოახდევინეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
შე კვერცხო შენ!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული