"არსენალის" აკადემიის თანამშრომელი ნაცნობებს იოზილის გადასვლაზე ფსონის დადებას ურჩევდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა შიდა გამოძიებას ატარებს. ამის მიზეზი კლუბის აკადემიის თანამშრომლის, მარკ არბერის ქმედებაა, რომელიც ნაცნობებს მესუთ იოზილის ტრანსფერის განხორციელებაზე ფსონის დადებისკენ მოუწოდებდა.

აღსანიშნავია, რომ არბერის მამა უწინ ლონდონურ კლუბში სკაუტად მუშაობდა. რაც შეეხება მარკს, ის ნაცნობებს "რეალიდან" იოზილის "არსენალში" გადასვლაზე ფულის დადებას ურჩევდა.

"ფსონი 14X1 იოზილის გადასვლაზე - შესანიშნავია!" - დაწერა კიდეც მან საკუთარ "თვითერზე".

"ჩვენ დაჩქარებული წესით ვცდილობთ, საქმეში გავერკვეთ. საერთოდ კი, ჩვენი კლუბის თითოეულ თანამშრომელს გაცნობიერებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია", - განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა.

გავრცელებული
ცნობის თანახმად, "მეთოფეებმა" გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდულ კლუბს 42,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული