ხოსეპ გვარდიოლას ინგლისის ნაკრებში უნდოდა!

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა "ინდეპენდენტის" ცნობით, ხოსეპ გვარდიოლას ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა სურდა.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები სანდო წყაროზე მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით წერენ, რომ 2012 წელს გვარდიოლა თავისი მრჩევლის მეშვეობით ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას დაუკავშირდა და სამსახური შესთავაზა. ეს ის პერიოდია, როცა 2012 წლის თებერვალში ფაბიო კაპელო ყველასათვის მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა და ინგლისი უმწვრთნელოდ დარჩა.

"ინდეპენდენტის" ცნობით, გვარდიოლას ჰქონდა იმის სურვილი, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების დამრიგებელი ყოფილიყო, მაგრამ ინგლისელებმა მას უარი შეუთვალეს!

როგორც ირკვევა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პეპს უარი ისე
უთხრა, რომ მოლაპარაკებებიც კი არ გაუმართავს, რის შემდეგაც კაპელო როი ჰოჯსონმა შეცვალა.

ასოციაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხსენებული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, კაპელოს წასვლის შემდეგ მივიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ინგლისის ნაკრები აუცილებლად ინგლისელ სპეციალისტს უნდა გაეწვრთნაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მათიას ზამერმა ხოსეპ გვარდიოლა დაიცვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული