10 წლის რომეო ბექჰემი "არსენალის" ახალგაზრდული აკადემიის წევრი გახდა.
შეგახსენებთ, რომ რომეოს მამამ თავისი კარიერის საუკეთესო წლები "არსენალის" დაუძინებელი მტრის, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გაატარა.
სხვათა შორის, რომეო პატარაობიდან "არსენალის" ფანი იყო და ახლა ოცნება აისრულა.
დევიდს ამის გამო პრობლემა არ შექმნია შვილთან, რადგან თავადაც ბოლო წლებში ახლობლობს ლონდონურ კლუბთან. ორი სეზონის წინ დევიდმა 1 თვე "არსენალში" ივარჯიშა, მას შვილებთან ერთად ხშირად ნახავთ "არსენალის" საშინაო მატჩებზე "ემირეიტსზე".