ცერემონიალი 14 ოქტომბერს არის დანიშნული. უკვე გადაწყვეტილია, რომ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას შოტლანდიელის სახელი მიენიჭება. სიმბოლურია ისიც, რომ ეს ქუჩა "ოლდ ტრეფორდთან" მთავრდება.
"მიხარია, რომ ტრეფორდის საბჭომ ასე გადაწყვიტა. 1986 წელს, როცა პირველად მოვხვდი აქ, ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამხელა გზა მელოდა წინ. მეოთხედ საუკუნეზე მეტის შემდეგ კი მაჯილდოებენ და ქუჩას ჩემს სახელს ანიჭებენ. ჩემთვის ეს უზარმაზარი პატივია," - განაცხადა სერ ალექსმა.
ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონი: პრემიერლიგა