გერმანელი ნახევარმცველი "არსენალში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მესუთ იოზილმა პირველი ინტერვიუ "არსენალის" ფეხბურთელის რანგში კლუბის ვებსაიტს მისცა და ბაზაზე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
"დარწმუნებული ვარ, რომ არსენ ვენგერი კიდევ უკეთეს ფეხბურთელად მაქცევს. მწვრთნელის ნდობა დიდად მოქმედებს ფეხბურთელზე", - განაცხადა წარდგენისას იოზილმა. თავის მხრივ, არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ იოზილი "არსენალის" ერთ-ერთი ლიდერი გახდება.
ასევე იხილეთ:
მესუთ იოზილი: ლონდონის "არსენალში" უფასოდაც