- რთული კვირა გამოგვივიდა, რადგან ტრავმების გამო ოთხი ფეხბურთელი დაგვაკლდა. წინასწარ ვიცოდით, რომ "სტოკთან" გასვლაზე თამაში რთული ამოცანა იყო. შესაბამისად, მგონია, რომ ქულით უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ.
რთული კვირა იყო თუნდაც იმიტომ, რომ
"სტოკს" დღეს მოგების მეტი შანსი ჰქონდა, თუმცა, საერთო ჯამში, ცუდად არც ჩვენ გვითამაშია. უბრალოდ, რთულ ოპონენტს მაშინ გადავეყარეთ, როცა წარმატების მისაღწევად უამრავი ხელისშემშლელი გარემოება გვქონდა. აუცილებელი იყო, რომ მეტი საგოლე სიტუაცია შეგვექმნა. თავდასხმაში ისევე აქტიურად რომ გვეთამაშა, როგორც "კარდიფთან", აუცილებლად მოვიგებდით. ამას გარდა, კიდევ რამდენიმე კომპონენტში მკვეთრად გვაქვს მოსამატებელი.
მოკლე კომენტარი გააკეთა მატჩის შემდგომ "მეთიხეთა" დამრიგებელმა მარკ ჰიუზმაც, ვინც "ქალაქელებს" 2008/09 წლებში თავად ედგა სათავეში:
"ყველას უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს პრემიერლიგა. აქ ზედაპირული დამოკიდებულება ყოველი კონკრეტული მეტოქის მიმართ დამღუპველია. ამ ჩემპიონატში შეუძლებელია ერთი თამაშში ძალების დაზოგვის ხარჯზე მეორის მოგება, რადგან ამის გამო, შესაძლოა, სულაც ჰაერში დარჩე გამოკიდებული.
ზოგადად, აუტსაიდერები ლიდერებს იშვიათად უგებენ, თუმცა ჩვენთან ეს ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ არის, რომ მთელ მსოფლიოში გვიყურებენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მანუელ პელეგრინი: "მანჩესტერ სიტის" ინგლისში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს