რომელუ ლუკაკუ: "ევერტონში" "ჩელსისთვის"

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ზაფხულში აცხადებდა, რომ მაქსიმალურად დიდხანს დააკვირდებოდა რომელუ ლუკაკუს და მხოლოდ ამის მერე გადაწყვეტდა, თუ სად გაატარებდა სეზონს 20 წლის ბელგიელი.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ფეხბურთელმა "ევერტონს" ერთწლიანი იჯარით მიაშურა. ტრანსფერის შემდეგ ჩემპიონატში მერსისაიდელთა პირველი მეტოქე სწორედ "ჩელსი" იყო, რომელთანაც თავდამსხმელმა კონტრაქტით შეთანხმებული პირობების გამო ვერ ითამაშა.

ასე რომ, ლუკაკუ "გუდისონ პარკზე" დებიუტს ჯერ კიდევ ელოდება. ფეხბურთელმა ვიდეოინტერვიუ დასავლეთლონდონელთა ვებგვერდს მისცა, სადაც ახალ კლუბში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა:

"ევერტონი" ძლიერი გუნდია. აქ გატარებული ერთი წელიწადი ჩემი
პროფესიული განვითარებისთვის დამატებითი შანსია, რათა ბოლოს და ბოლოს მოვახერხო იმ გუნდში დამკვიდრება, სადაც ასე ძალიან მინდა თამაში. "ჩელსისთან" შეხვედრაში გულშემატკივარი დარწმუნდა ჩვენს მონდომებაში.

უმთავრესი, რაც აქ შეიძლება ვისწავლო, ეს არის გუნდთან ადაპტაციის უნარი და ის, რომ მეტოქის კართან ახლოს მყოფმა გადაწყვეტილება მომენტალურად უნდა მივიღო. აი, რატომ ვარ აქ. "ევერტონში" აუცილებლად მომეცემა იმ ცოდნის დახვეწის შესაძლებლობა, რომელიც შარშან "ვესტ ბრომვიჩში" ავითვისე"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუკაკუმ ლონდონის "ჩელსის" "რომასთან" გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული