სამი წლის წინ, როდესაც ფერგის „იუნაიტედიდან“ წასვლაზე ერთხელაც ჩამოვარდა ლაპარაკი, მან ახალი ვადა დათქვა: გუნდში ოთხ სეზონსაც დავრჩები და პენსიაში
„სამსახურიდან წასვლა ახალგაზრდების საქმეა. მოხუცებულობაში სამუშაო თუ დატოვე, სადღა მოეწყობი? ჰოდა, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიქნები. როგორ ფიქრობთ, ახლა რომ გავჩერდე რა დამემართება? რასაკვირველია, უკან და უკან წავალ“.
ფერგიუსონს შეახსენეს, რომ სამი წლის წინ პენსიაში გასვლის თარიღად 2011 წელი ახსენა, რაზეც სქოთმა უპასუხა: „კვლავ გადავიფიქრე. ფენომენალური კაცი ვარ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 24 წელიწადია სათავეში ვუდგავარ. გუნდის შექმნა ყველას შეუძლია. მოკლე დროისთვის ეს ძალიან კარგია, მაგრამ მთელი კლუბის შექმნა სულ სხვა საქმეა და ვფიქრობ, ეს ყველა მწვრთნელმა უნდა დაისახოს მიზნად. ყველაფრის აგებას, საძირკვლიდან სახურავამდე - აი, რას აქვს გემო!“