ისინი თავიანთი პოზიციის მოთამაშეებს გაუწევენ კონსულტაციებს და ვარჯიშებს ჩაუტარებენ. ფაულერი "ენფილდზე" 1993/2001, 2006/07 წლებში თამაშობდა, მაკმანამანი - 1990/99-ში, ხოლო ჯონსი 1991-დან 99-მდე. "წითლების" ფანებისთვის ისინი დღემდე ახლობელ ადამიანებად რჩებიან. აი, რა თქვა ბრენდან როჯერსმა ზემოხსენებულ გამოცემასთან ინტერვიუში:
- ბედნიერი ვარ, რომ რობი, სტივი და რობი ჩვენთან არიან. სწორედ წინა სეზონის დასრულების შემდეგ ვამბობდი, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი ყოფილი ლივერპულელების
კარგია, როცა გარშემო ისეთი ხალხი გახვევია, რომლებიც წლების წინ "ლივერპულის" წინსვლისთვის თავაუღებლად იღვწოდნენ. უპირველესად, ისეთ ვეტერანებს ვგულისხმობ, ვისი მაგალითიც ახალგაზრდებისთვის შეიძლება მისაბაძი იყოს.
პირველი ვარჯიშები მათი მონაწილეობით უკვე ჩატარდა. ვიცი, რომ ამ პროცესმა დადებითი ემოციების ფონზე ჩაიარა. ვარჯიშები ინდივიდუალურად ტარდება, რაღაცით ეს ახალგაზრდებზე მზრუნველობას ჰგავს.
მაკმანამანი გარემარბებთან და ზოგადად, შემტევ ფეხბურთელებთან მუშაობს, ჯონსი განაპირა და ცენტრალურ მცველებთან, ფაულერი - თავდამსხმელებთან. ყოველი მათგანის გამოცდილება საკმარისია ახალგაზრდებისთვის კონკრეტული შენიშვნების მისაცემად.
ამით ფეხბურთელებს განუვითარდებათ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მენტალიტეტიც. ამასთან, ახლანდელ თაობასა და "ლივერპულის" ისტორიას შორის კავშირსაც შევინარჩუნებთ. ეს სამეული ჩვენი კლუბის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. თავის დროზე ისინი უმაღლეს დონეზე გამოდიოდნენ და "ლივერპულით" არიან გაჟღენთილები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობი ფაულერი: ენდი, დაივიწყე რამდენი ღირხარ!