ინგლისში ფეხბურთელებს FIFA 14-ის თამაში აუკრძალეს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, საფეხბურთო გუნდის წარუმატებლობის მიზეზი უამრავ ვინმეს და რაიმეს შეიძლება დააბრალო, მათ შორის, კომპიუტერულ თამაშსაც.

ახლახან დასავლეთლონდონური კლუბის, "ლეიტონ ორიენტის" ხელმძღვანელობამ, სწორედ ამ საბაბით, თავის ფეხბურთელებს FIFA 14-ის თამაში აუკრძალა.

პირველი ლიგის (რანგით მესამე) ლიდერმა გუნდმა რვა სასტარტო მატჩში გამარჯვებას ზედიზედ ორი ფრე მოაყოლა, კლუბში კი უმალ განგაშის ზარებს შემოჰკრეს და მიზეზების ძებნა დაიწყეს.

დადგინდა, რომ "ლეიტონ ორიენტს" საქმე ცუდად მას შემდეგ წაუვიდა, რაც ბაზარზე საფეხბურთო სიმულატორი FIFA 14 გამოჩნდა.

კლუბში უმალ გაიხსენეს შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელები დიდი გატაცებით თამაშობდნენ
მომავალ მეტოქეებთან მოდელირებულ მატჩებს სიმულატორზე იმის ნაცვლად, რომ ნამდვილი თამაშის წინ ევარჯიშათ.

საბოლოოდ კლუბში გადაწყვიტეს, ფეხბურთელებისთვის აეკრძალათ მატჩის დღეს კომპიუტერული თამაშით გართობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული