"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი სუპერმარკეტში ქურდობისთვის დააკავეს

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის კლუბის, "ლეიტონ ორიენტის" იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა დოსენა სუპერმარკეტ Harrods-ში დააკავეს.

მასთან ერთდ დააკავეს ფეხბურთელის მეგობარი გოგონაც. ორივე დასავლეთ ლონდონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რის შემდეგ ისინი თავდებით გაათავისუფლეს, საქმის გამოძიების დასრულებამდე.

Liverpool Echo-ს ცნობით, პოლიციელებმა სუპერმარკეტის თანამშრომლები დაკითხეს. პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ 33 წლის იტალიელი ფეხბურთელი 31 წლის მეგობარ გოგონასთან ერთად ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დოსენა "ლივერპულში" 2008-დან 2010 წლამდე გამოდიოდა. პირველი გოლი ფეხბურთელმა "ლივერპულის" მაისურით "რეალის" კარში 2009 წლის 10 მარტს გაიტანა. "ლივერპულის" გარდა, დოსენა
"ნაპოლიში", "პალერმოსა" და "სანდერლენდში" თამაშობდა. გარდა ამისა, ფეხბურთელის აქტივში იტალიის ნაკრებში 10 ჩატარებული მატჩია 2007-დან 2009 წლამდე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას წერთ ადამიანებო. Harrods სუპერმარკეტი კი არა, მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ბრენდული ტანსაცმლის და აქსესუარების სავაჭრო ცენტრია.
მაია
18:07 08-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული