"მესმის, დევიდ მოიესმა ხელმძღვანელობისგან ტრანსფერებისთვის ფული რატომ მოითხოვა. "იუნაიტედმა" როგორმე უნდა შეძლოს და შიდა თუ ევროპულ ტურნირებზე კონკურენტუნარიანი დარჩეს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი საამისოდ ფინანსებს გამონახავს, რადგან შემადგენლობის გაძლიერება სასიცოცხლოდ აუცილებელია. შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდში, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. ჩემი აზრით, არასტაბილური ასპარეზობაც სწორედ ამის ბრალია," - განუცხადა
გულიტი "ეშმაკებს" იმისკენ მიანიშნებდა, რომ "ოლდ ტრეფორდზე" ტოპ-კლასის მოთამაშეთა ნაკლებობაა. ფრანგული წყაროების მტკიცება, რომ "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ "მონპელიედან" რემი კაბელას ყიდვას აპირებს, ამ სცენარში არ ჯდება. 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ფრანგულ ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში არაჩვეულებრივად ასპარეზობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ის უკანასკნელ ტურში "ლიონთან" (5:1), სადაც დუბლის გარდა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
იანგი მიდის
"იუნაიტედის" 28 წლის განაპირა ნახევარმცველი ეშლი იანგი უკვე დიდი ხანია, აღარ ჰგავს საკუთარ თავს. 7 ტურში მან 4 თამაში ჩაატარა, აქედან 3 ძირითადში და მოედანზე გატარებულ 204 წუთში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. იმის გათვალისწინებით, რომ 18 წლის ადნან იანუზაი საუცხოო ფორმაშია, ინგლისის ნაკრების წევრს ძირითადში დაბრუნება ძალიან გაუჭირდება.
დევიდ მოიესი აცხადებს, რომ მას სჯერა ფეხბურთელის, თუმცა იმისთვის, რომ იანგმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის შანსი შეინარჩუნოს, მზადაა, იანვარში ის იჯარით პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გაუშვას. ნახევარმცველის გადაბირების მსურველები უკვე გამოჩნდნენ, მაგალითად, "ვესტ ჰემი" და "ნიუკასლი". დრო იმისთვის, რომ გუნდისთვის საკუთარი საჭიროება დაამტკიცოს, იანგს იანვრამდე აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ჩელსიში" რუუდ გულიტის ორეული თამაშობს